გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარჯვნივ გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარცხნივ

უსაფრთხოება

გლობალური უსაფრთხოების დღე 2021

"ეიპიემ ტერმინალს ფოთი" მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ამ ხნის განმავლობაში ღირებული ინვესტიცია ჩადო მისი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში, რამაც პორტის შესაძლებლობები საგრძნობლად გაზარდა. მისი წარმატებული ოპერაციები დიდწილად დამოკიდებულია კომპანიის უსაფრთხოების კულტურაზე, რის მისაღწევადაც კომპანიის შიგნით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს პერსონალის გადამზადება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. 

გლობალური უსაფრთხოების დღესთან დაკავშირებით, 2021 წლის სექტემბერში, ფოთის საზღვაო ნავსადგურს, ეიპიემ ტერმინალსის აღმასრულებელი დირექტორი მორტენ ენგელსტოფტი ეწვია და უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევა აღნიშნა - ფოთის საზღვაო ნავსადგურში ორი წლის განმავლობაში ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევა არ მომხდარა.

2017 წელს გაეროს გლობალური უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ საფუძველი ჩაუყარა პროექტს საგზაო უსაფრთხოების შესახებ და ამ გზით აცნობა მთლიან საზოგადოებას და განსაკუთრებით კი სატვირთო მანქანების მძღოლებს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურისთვის უსაფრთხოების მნიშვნელობა. პროგრამის მიზანი სატვირთო ავტომანქანების მძღოლების ცნობიერების ამაღლება იყო, რომელიც დაეხმარება მათ როგორც ტერმინალის ტერიტორიაზე გადაადგილებისას, ისე საქართველოს გზებზე, ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების გაძლიერებაში.

ამ პროექტით, 2018 წელს კომპანიამ მიიღო კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო ადამიანის უფლებებისადმი მიმართული საუკეთესო პროექტისთვის. დაჯილდოება გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და საქართველოს CSR კლუბის თანამშრომლობით განხორციელდა.