Skip To Content
გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარჯვნივ გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარცხნივ

ფოთმა დებატების რეგიონულ ტურნირს უმასპინძლა

წელს პირველად, ფოთმა დებატების ტურნირს უმასპინძლა. ტურნირი, 29 მაისს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა დასავლეთ საქართველოს სკოლებში არსებული დებატკლუბების 100-მდე მოსწავლემ მიიღო. აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით.

2024 წლის ტურნირის მთავარი თემა გარემოსდაცვა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედება იყო. ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდებმა საზოგადოებას შეახსენეს გარემოსდაცვითი ვალდებულებები, დებატების ტექნიკების გამოყენებით იმსჯელეს თემის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე და ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება.

მიმდინარე ტურნირთან ერთად, კერძო სექტორში არსებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაცნობის მიზნით, სასწავლო ტური ჩატარდა ფოთის საზღვაო ნავსადგურში. მოსწავლეები შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და ადგილზე ნახეს ნარჩენების გადამუშავებისა და საოპერაციო პროცესის მიმდინარეობა.