Skip To Content
გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარჯვნივ გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარცხნივ

შუა დერეფანი: გამოწვევები და შესაძლებლობები

23 იანვარს, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც დაკავშირებულია შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთან. აქცენტი გაკეთდა კონკრეტულ პროექტებსა და რეფორმებზე, რომელიც გაამარტივებს ევროკავშირთან ვაჭრობას შავი ზღვის გავლით და განამტკიცებს ურთიერთკავშირებს.


ეიპიემ ტერმინალს ფოთი აქტიურადაა ჩართული შუა დერეფნის განვითარებისა და პროცესების გაუმჯობესების საკითხებში. კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერის, მარიო ესკობარის თქმით, საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გახდეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ჰაბი, APM Terminals-ს კი სურს ააშენოს საჭირო ინფრასტრუქტურა და მხარი დაუჭიროს პროცესის გაუმჯობესებას, რათა ის გახდეს შუა დერეფნისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი.


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს ასოციაციების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა.