Skip To Content
გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარჯვნივ გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარცხნივ

ეიპიემ ტერმინალს ფოთი გარემოსდაცვით კამპანიას შეუერთდა

ეიპიემ ტერმინალს ფოთი, ტრადიციულად, წელსაც შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას ,,Go Green," რომლის ფარგლებშიც არაერთი აქტივობა გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში, კომპანიამ ადგილობრივ საგანმანათლებლო კოლეჯის სტუდენტებსა და ლექტორებს უმასპინძლა, გააცნო გარემოსდაცვითი პოლიტიკა და გადასცა რამდენიმე ათეული მეორადი კომპიუტერული ტექნიკა. 
კომპანიის თანამშრომლებმა პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დაასუფთავეს შიდა აკვატორია და სანაპირო ზოლი. Ამასთან ერთად, 
ეიპიემ ტერმინალს ფოთის ინიციატივით, ფოთის საჯარო სკოლებს გადაეცათ ნერგები და 100-მდე მოსწავლის ჩართულობით გაიმართა მასშტაბური გამწვანების აქცია.